Tuesday, June 5, 2012

 ბავშთა  გაშვილება

მიმოხილვის სფეროები:
ობოლ ბავშთა სახლები და თავშესაფრები
ბავშთა შვილად აყვანა
სტატისტიკური მონაცემები
ძალადობა ბავშვებზე
სუროგატი დედები..


როგორ ხდება საქართველოში ბავშვების გაშვილება და როდის აქვს უფლება მშობელს, დაიბრუნოს გაშვილებული შვილი        

ბავშვის შვილად აყვანის თემა საქართველოში ყოველთვის ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ადამიანებს, რომლებსაც წლების განმავლობაში უწევდათ ლოდინი, რათა ოფიციალური უწყების დახმარებით, ბავშვი შვილად აეყვანათ, მოქალაქეებთან პრივატული გარიგება და ბავშვის არაოფიციალური ყიდვა ერჩივნათ. მაშინ, როცა ქართული ოჯახები შვილების გარეშე რჩებოდნენ, ძალიან ბევრი ბავშვი გადიოდა უცხოეთში, რაც ხშირად სახელმწიფო მოხელეთა კორუფციული საქმიანობის შედეგად ხდებოდა. უკვე რვა თვეა, რაც შვილად აყვანის პროცესის კურირება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად მოხდა გაშვილების პროცესის გამარტივება, ცვლილებები იგეგმება უახლოეს მომავალშიც. ამ ცვლილებების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახურის უფროსს ეკა სანებლიძეს გავესაუბრეთ. – ქალბატონო ეკა, რა შეიცვალა ბავშვის შვილად აყვანის პროცედურებში კანონში გატარებული ცვლილებების შედეგად?

– მას შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილებები, შვილად აყვანის პროცესი შედარებით გამარტივდა. მოწესრიგდა ეს ინსტიტუცია და პროცესი ერთიან მექანიზმში მოექცა. ბავშვთა სახლები გადატვირთულია ბავშვებით. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო ხელაღებით ყველა ბავშვის გაშვილება, უნდა გაგვერკვია იმ ბავშვების კატეგორია, ვისი შვილად აყვანაც შეიძლება. ბავშვი რომ გაშვილდეს, მას, პირველ ყოვლისა უნდა მიენიჭოს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი, თუ ეს სტატუსი არ აქვს, მისი გაშვილება აკრძალულია. სტატუსის მინიჭება ხდება მაშინ, თუ ბავშვს გარდაცვლილი ან დაკარგული ჰყავს მშობლები და ეს აღიარებულია სასამართლოს მიერ. სტატუსი მიენიჭებათ ასევე ბავშვებს, რომელთაც ჰყავთ ქმედუუნარო მშობლები ან მშობლები, რომლებიც თანხმობას აცხადებენ ბავშვის გაშვილებაზე. მხოლოდ ეს კრიტერიუმები შეიძლება გახდეს ბავშვის გაშვილების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება დაკარგული მშობელი, რომელსაც ექნება გაუჩინარების საპატიო მიზეზები, ანუ ის დაკარგული იყო მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, მას აღუდგება უფლებები ბავშვზე. მას შემდეგ, რაც ბავშვს ენიჭება სტატუსი, იწყება გაშვილების პროცედურა. არსებობს მშვილებელ კანდიდატთა რეესტრი, რომელშიც შედიან ადამიანები, ვისაც განცხადებული აქვთ ბავშვის შვილად აყვანის სურვილი. მშვილებელი არ უნდა იყოს ნასამართლევი, უნდა ჰქონდეს ბავშვის გაზრდისთვის შესაბამისი გარემო, უნდა შეეძლოს სტრესთან გამკლავება, ბავშვებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ.

– ადამიანებს წლობით უწევდათ რიგში დგომა, რომ ბავშვი შვილად აეყვანათ. არსებობდა ოფიციალური სიები, თუმცა, კორუფციული გარიგებების შედეგად, რიგის მიუხედავად, ვერ ახერხებდნენ ბავშვის აყვანას. არსებობს რაიმე დამცავი მექანიზმი რეესტრის გასაკონტროლებლად?

– მე არ მინდა, ისე წარმოვაჩინო, რომ ჩვენი სამსახური განსაკუთრებულად მუშაობს და ადრე არაფერს აკეთებდნენ, თუმცა ამ ინსტიტუტის მიმართ მართლაც არ არსებობდა ნდობა. სამსახურს, რომელიც ბავშვის შვილად აყვანას კურირებდა, იმიჯი ჰქონდა შელახული. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ადამიანებს, თუმცა გასაშვილებელი ბავშვების რიცხვი ბევრად უფრო ცოტაა, ვიდრე მშვილებელ კანდიდატთა რაოდენობა. მხოლოდ წელს, ცხრა თვის განმავლობაში, ჩვენთან დარეგისტრირდა ბავშვის აყვანის 270 მსურველი, გასაშვილებლის სტატუსი კი მიენიჭა 70 ბავშვს. ჩვენთვის პრიორიტეტია რეესტრი რიგითობის პრინციპით, ანუ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ელიან თავიანთ რიგს. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს ბავშვის ინტერესი. კანონის მიხედვით, თუ არსებობს ნათესავი, რომელსაც გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანა სურს, მაშინ მას ეს უფლება ეძლევა რეესტრის გვერდის ავლით. ნათესავების წრე ასევე კანონით არის განსაზღვრული. თუ ბავშვს გამოუჩნდება მეურვე, ჩვენ არ მივდივართ გაშვილების პროცესამდე.

– გაამართლა თუ არა შვილობილობის ინსტიტუტმა და რა თანხას უხდის სახელმწიფო ოჯახებს, რომლებსაც ბავშვები გასაზრდელად თავიანთ ოჯახებში მიჰყავთ?

– ეს არის შვილად აყვანის ინსტიტუციის ალტერნატივა. სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ, რაც შეიძლება ცოტა ბავშვი იმყოფებოდეს ბავშვთა სახლებში, სადაც ბავშვები არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში არიან. ჩვენ ყველანაირად შევისწავლით ოჯახებს, რომლებიც აკეთებენ განაცხადს, რომ სურთ, ჰყავდეთ შვილობილი. ამის შემდეგ გადაგვყავს მათთან ბავშვი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება შეიძლება იყოს ერთთვიანი და ერთწლიანიც კი, თუ ამ ოჯახთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება გვაქვს. მიმღები ოჯახების დიდი ნაწილი წლების განმავლობაში მუშაობს სხვადასხვა ბავშვთან, ახლად დარეგისტრირებულ მიმღებ ოჯახებს კი გრძელვადიან ხელშეკრულებებს არ ვუდებთ. ჯანმრთელი ბავშვის წაყვანის შემთხვევაში მიმღებ ოჯახს სახელმწიფო უხდის თვეში 200 ლარს, ხოლო თუ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს ან ინვალიდია, ოჯახს ვუხდით 300 ლარს. მიმღებმა ოჯახმა ბავშვს უნდა დაუკმაყოფილოს ის პირობები, რაც მისთვის აუცილებელია, ბავშვის სამედიცინო მომსახურებას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს. მოქალაქეებისთვის ეს არის სამსახური, რის გამოც იღებენ ხელფასს, ხოლო ბავშვებისთვის ესაა ინსტიტუციიდან გასვლის საუკეთესო ხერხი.http://www.itv.ge/?m=16&CID=18831

– ასეთ ოჯახებს ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭებათ?

– დღეს მოქმედ კანონმდებლობაში ასეთ ოჯახებს პრიორიტეტი ენიჭებათ, მათ აქვთ ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილება, თავად ბავშვიც შეჩვეულია მათ გარემოს და, შესაბამისად, როდესაც მიმღები ოჯახი გამოხატავს სურვილს, იშვილოს ბავშვი, მას სხვა ოჯახებთან შედარებით პრივილეგიები აქვს. ამან შექმნა საკმაოდ ბევრი პრობლემა: ახლად დარეგისტრირებულ მიმღებ ოჯახებში ხდებოდა ისეთი ბავშვების გადაყვანა, რომლებსაც მალე მიენიჭებოდათ გასაშვილებლის სტატუსი, რის შემდეგაც ხდებოდა მათი გაშვილება ამავე ოჯახებზე. ამ ხრიკის შედეგად ბავშვის გარეშე რჩებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც რიგი რეესტრის მიხედვით ეკუთვნოდათ. ამ პერიოდისთვის თავს ვარიდებთ ამ ძველ და ცუდ გამოცდილებას და ბავშვს, რომლის გაშვილებაც გვსურს, პირდაპირ მშვილებელს ვთავაზობთ. ჩვენ გადავამოწმეთ რეესტრი, რომელიც 1997 წელს დარეგისტრირებული ადამიანებისგანაც კი შედგებოდა. მონაცემთა ბაზიდან ამოვარდა ის ხალხი, ვინც იშვილა ბავშვი, ვინც მოხუცდა. დღევანდელი კანონმდებლობით განსაზღვრულია მშვილებლის ასაკის მხოლოდ ქვედა ზღვარი – მინიმუმი არის 16 წელი, ასაკის მაქსიმალური ზღვარი კი, ცვლილებების შედეგად, ალბათ, 50 წლით განისაზღვრება. ამჟამად ვმუშაობთ ცვლილებების პროექტზე, თუმცა დეტალების გახმაურებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ამ ცვლილებების შემდეგ მექანიზმი უფრო მოქნილი გახდება.

– რაც შეეხება უცხოეთში ბავშვების გაშვილების თემას, ეს საკითხიც ამ სამსახურის სუსტი რგოლი იყო. როგორია ბოლო წლების სტატისტიკა და გართულდა თუ არა საქართველოდან ბავშვების გაყვანის პროცედურები?

– სტატისტიკა საკმაოდ მრავლისმეტყველია: 2003 წელს უცხოეთში გაშვილდა 150 ბავშვი, საქართველოში კი – 45. 2004 წელს ამ რიცხვმა საგრძნობლად იკლო და უცხოეთში 39 ბავშვი გაშვილდა, 2005 წელს – 17 ბავშვი, 2006 წელს – 9, 2007 წელს – 5, 2008 წელს კი 7 ბავშვი 98-დან. უცხოელებზე გაშვილება რთული პროცედურაა. ბავშვი რომ უცხოეთში გაშვილდეს, სტატუსის მინიჭებიდან 18 თვე უნდა იყოს გასული, საქართველოში ბავშვის გაშვილება კი სტატუსის მინიჭებისთანავე შეიძლება.

– ვინ იღებს პასუხისმგებლობას საქართველოდან გაშვილებულ ბავშვებზე?

– ჩვენ ცალკე გვაქვს უცხოელ მშვილებელ კანდიდატთა სიაც. უცხოეთში ძირითადად ხვდებიან დაავადებული ბავშვები, ვინაიდან საქართველოში მათი შვილად აყვანა პრაქტიკულად არ ხდება. ბავშვების საერთაშორისო გაშვილება ხდება ჰააგის კონვენციით. ის ორგანიზაციები, ვინც მონაწილეობას იღებენ ბავშვების გაშვილებაში, გავლილი აქვთ აკრედიტაცია და ჩვენთან თანამშრომლობაზე გამოდიან სახელმწიფოს სახელით. ამას გარდა, ჩვენ მთელი მსოფლიოს ქვეყნები ნამდვილად არ გვაწყდებიან ბავშვებისთვის, მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებთან ვმუშაობთ. ბავშვის უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს სახელმწიფო, ყველა საერთაშორისო შვილად აყვანა წინასწარ უნდა შეთანხმდეს როგორც გამშვილებელი, ასევე მიმღები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებთან – ესეც ბავშვის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია. ჩვენ გავზარდეთ ჰააგის კონვენციის მოთხოვნები რატიფიცირების დროს და, ჩვენი კანონმდებლობით, ყველა ქვეყანას, ვისაც საქართველოში ბავშვის აყვანა სურს, დავაკისრეთ ვალდებულება: სანამ ბავშვი 18 წლის გახდება, მიმღები მხარე ვალდებულია, აგზავნოს ჩვენთან მოხსენებითი ბარათები ბავშვის მდგომარეობის შესახებ.

– საქართველოში საკმაოდ ხშირია შვილად აყვანა ზედმეტი ბიუროკრატიის, გახმაურებისა და თქვენი სამსახურის გვერდის ავლით. ეს ფაქტები თუ ხვდება თქვენი საქმიანობის კომპეტენციაში?

– ყველას, ვისაც ბავშვის შვილად აყვანა სურს, ვურჩევ, თავი შეიკავონ პრივატული გარიგებებისგან. ჯერ ერთი, ეს არის არაკანონიერი ქმედება, რადგან პირდაპირი მიშვილება აკრძალულია. ამას გარდა, ეს ადამიანები ვერასდროს ვერ აიღებენ ნამდვილ დაბადების მოწმობას, ყალბი დაბადების მოწმობა კი, ადრე თუ გვიან, მათ დიდ პრობლემებს შეუქმნის. ასეთი საბუთები თითქმის აღარ კეთდება და თუ კეთდება, ის აუცილებლად გამოაშკარავდება ან საავადმყოფოში, ან სკოლაში. თუ პრივატული გარიგება ახალი გაფორმებულია, ჩვენ კანონით გვაქვს უფლება, ბავშვი გამოვიყვანოთ იმ ოჯახიდან, ხოლო, როცა ბავშვი დიდი ხანია, იზრდება ოჯახში, იქ ყველანაირად უნდა დავიცვათ კანონის მოთხოვნები, ბავშვის ინტერესები და დავეხმაროთ მშვილებელ ოჯახს, რომ შვილად აყვანის პროცესი კანონიერად დარეგისტრირდეს.



მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დამახინჯებული ფსიქიკა და სამად გაყოფილი სამყარო



.მას სამყარო 3 ნაწილად აქვს გაყოფილი: პირველია სახლი, სადაც მასავით მიუსაფარი უამრავი ბავშვი ცხოვრობს; მეორე - ადგილი, სადაც დედ-მამა, ხშირ შემთხვევაში კი მხოლოდ დედა ან მამა მუდმივად "რაღაცით" გაბრუებულები, გაბრაზებულები და აგრესიულები არიან და, მესამე - ქუჩა, სადაც ყველაფერს აკეთებს, რაც მოესურვება, - იპარავს, თამბაქოს ეწევა, ზოგჯერ ჩხუბობს ან ეჩხუბებიან.

ამ ორომტრიალში ერთადერთი ნათელი წერტილი არსებობს - მაღაზიის გამყიდველი, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ზოგჯერ გაყინულ და მშიერ ბავშვს იფარებს და წიგნის კითხვასაც ასწავლის... წერა-კითხვის სწავლა გულზე დიდად არ ეხატება, მაგრამ იქ თბილა და ნანა მასწავლებელი ზოგჯერ, როცა მაღაზიის მეპატრონე არ არის, ცხელ ჩაისაც ასმევს...

9 წლის ნიკას მისი ასაკისთვის საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება დაუგროვდა. გარკვეული ხანი ბავშვთა სახლშიც ცხოვრობდა და საკუთარშიც. სად სჯობია?.. - იქ, თანატოლებთან. იმიტომ, რომ არ სცემენ, არც საჭმელს აყვედრიან და არც ქუჩაში სამათხოვროდ უშვებენ. არც დღის ბოლოს უწევს "აჩოტის" ჩაბარება მშობლისთვის - რაც მთელი დღის ნამათხოვრალი ხურდა ფულის მისთვის ჩაბარებას ნიშნავს... ცუდი ის არის, რომ ნიკა ერთადერთი არ არის, ვინც ასე ცხოვრობს, მის ბედს ათასობით თანატოლი იზიარებს.ოფიციალური მონაცემებით, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა რაოდენობა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. ბავშვთა სახლებს 6000-მდე არასრულწლოვანი ბინადარი ჰყავს. ეს, მხოლოდ აღრიცხული უდედმამო ბავშვების რაოდენობის მაჩვენებელია; რეალურად, მშობლის ზრუნვასა და სიყვარულს მოკლებული პატარების რაოდენობა გაცილებით მეტია და მათი უმეტესობა ქუჩაში იზრდება... ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ბავშვთა სახლებში შვილების მიბარების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. ამის მიზეზი, პირველ რიგში, მატერიალურად არასტაბილური ოჯახებია.

მშობლებს, რომლებსაც შემოსავლის წყარო არა აქვთ, შვილები უდედმამო ბავშვთა სახლებში იმ იმედით მიჰყავთ, რომ იქ პატარას მშიერს არ დატოვებენ და მათზე სახელმწიფო იზრუნებს. თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როცა ქუჩაში მცხოვრებ მაწანწალა ბავშვებს ნარკოტიკებსა ან ალკოჰოლზე დამოკიდებული მშობლები ჰყავთ, რომლებიც შვილებს ქუჩაში ფულის შეგროვებას აიძულებენ...


აი, რას გვიამბობს ჩვენი მოზარდი რესპონდენტი:
- არ ვიცი, დილით რომელ საათზე ვიღვიძებ. დედა მეუბნება, რომ სამუშაოზე მიმავალ ადამიანებს უნდა დავხვდე და ფული გამოვართვა... მცივა, როგორ არა, მაგრამ რომ არ წავიდე, მცემენ. სხვადასხვა ადგილას დავდივარ, ზოგან ფეხით, ხან ყვითელ ავტობუსში ავიპარები... დღის ბოლოს 10-15 ლარამდე ვაგროვებ, მაგრამ ხანდახან არ მიმართლებს და 5-7 ლარი გამომდის.

ამ დროს დედა ძალიან ბრაზობს. არ სჯერა, რომ მეტი ვერ ვიშოვე, ასე ჰგონია, ვატყუებ და ფულს "ვუტეხავ"... ერთხელ დანით, მოსაკლავადაც გამოიწია, მაგრამ გავიქეცი. მთვრალი იყო... მაღაზიაში ნანასთან ხშირად მივდივარ, თითქმის ყოველდღე. შორიდან შევიჭყიტები; თუ უფროსი იქ არ არის, - შევალ. ნანას უფროსს დიდად არ მოვწონვარ და ამიტომ ვფრთხილობ... ბავშვთა სახლში ყოფნა მირჩევნია, მაგრამ დედამ გადაწყვიტა, შინ დავებრუნებინე...

ნანა, პატარა ნიკას "მასწავლებელი და მეურვე":
- ძალიან გონიერი ბავშვია. ეტყობა, მძიმე ცხოვრების კვალი მასზე აისახა, რადგან ისეთ რაღაცებს ხვდება, რაც ნორმალურ გარემოში მყოფ ბევრ მოზარდს გაუჭირდებოდა... უცხოსთან თავშეკავებულია და არასდროს წუწუნებს. საერთოდ, რომ ვაკვირდები, დედას არასდროს განსჯის, პირიქით, მის გამართლებას ცდილობს. არადა, იმ ქალმა სახლში მეგობარი მამაკაცი მიიყვანა; სადღაც ერთად მუშაობენ და შინ მთვრალები ბრუნდებიან.

ბავშვის მონაყოლიდან ვიცი, რომ იმ კაცს ზოგჯერ სახლში უცხო მამაკაცები ან ქალები მოჰყავს და ამ ქალს სუფრის გაშლას აიძულებს. ხვდებით ალბათ, რა მძიმე გარემოში უწევს პატარას ცხოვრება და ხშირად, სამსახურში მოსულს კართან დამხვედრია... მუშაობას 9 საათზე ვიწყებ, ნიკა კი სხვა რაიონიდან დადის და საკმაოდ ადრე ადგომა უხდება... სკოლაში არ დადის, მაგრამ გარკვეული პერიოდი ბავშვთა სახლში ცხოვრობდა და წერა-კითხვა იქ ასწავლეს... ერთ დღეს მისი ტოლი გოგონა მომიყვანა, - ცოტა ხანს ვიქნებითო, - მთხოვა.

ქვის გული ხომ არა მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, უფროსი მყავს და პატარები დიდხანს ვერ გავაჩერე... არადა, გოგონა წებოს სუნთქავდა და ისეთ რაღაცებს მიყვებოდა ქუჩაში ცხოვრებაზე, ცოტა უკეთესი პირობები რომ მქონდეს, სახლში წამოვიყვანდი...
ცოტა ხნის წინ ქვეყანაში, ოჯახებში ბავშვთა დაბრუნების (დეინსტიტუციონალიზაციის) პროგრამა ამოქმედდა, რაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ოჯახებს შვილების შენახვის შესაძლებლობას აძლევს. პატარების მშობლებს ყოველთვიურად, გარკვეული თანხით ეხმარებიან.

თამარ გოლუბიანი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვებზე ზრუნვის სამმართველოს უფროსი:
- "ბავშვთა დაბრუნება ოჯახებში" - სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული პროგრამაა. მიტოვებული ბავშვების დაახლოებით 96%-ს ერთი მშობელი მაინც ჰყავს. სახელმწიფომ გადაწყვიტა, ხელმოკლე ოჯახებს შვილები დაუბრუნოს, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება. ოჯახებს ვეხმარებით, როგორც მატერიალურად, ასევე ვცდილობთ, სხვანაირადაც ამოვუდგეთ მხარში.

სამწუხაროდ, უამრავი ოჯახია, სადაც მშობლები მუშაობენ და ამის გამო, მათი შვილები მთელი დღის განმავლობაში უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებულნი. ამიტომაც ჩვენ შევქმენით დღის ცენტრები, სადაც ბავშვები მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან, მიიღებენ სრულფასოვან კვებას და აღზრდისათვის ნორმალურ პირობებში იქნებიან.

ასევე გათვალისწინებული გვაქვს ყოველთვიური ფულადი დახმარებაც. არის შემთხვევები, როცა ოჯახს მატერიალური პრობლემებიც აქვს, სახლი გადასახურია, ან ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არა აქვთ, თუნდაც საწოლი; მათ შეძლებისდაგვარად, მატერიალურადაც ვეხმარებით.

- ეს ოჯახები თქვენი უწყების კონტროლის ქვეშ არიან აყვანილი?
- დიახ. ამ პროცესში სოციალური მუშაკები მონაწილეობენ. ისინი დროთა განმავლობაში შექმნილ სოციალურ პირობებს აფასებენ, შემდეგ, წარმოადგენენ დასკვნას, რომელსაც საბჭო განიხილავს, და მის საფუძველზეც ოჯახების შერჩევა ხდება. თავიდან ასეთ დაწესებულებებში 5200 ბავშვი იმყოფებოდა. როდესაც ეს პროგრამა დაიწყო, თანდათან 600-ზე მეტი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა, 3600-მდე მოზარდი კი ისევ ამ დაწესებულებებში რჩება, ვინაიდან მათი უმეტესობა გონებრივად ჩამორჩენილი ან ფიზიკური ნაკლის მქონეა და სკოლა-ინტერნატში დადის. შემდგომ, კიდევ 1500-მდე მოზარდი დაუბრუნდა თავის ბიოლოგიურ ოჯახს, ნაწილი კი - გავაშვილეთ. ეს მოზარდებზე ზრუნვის პროგრამაში შედის: მიმღები ოჯახი, დედობილი და მამობილი, სპეციალური მომზადების შემდეგ, ხელშეკრულების საფუძველზე, ბავშვზე მზრუნველობას კისრულობენ, რის შემდეგაც მათ ბავშვს ვანდობთ. ამგვარად, 300 ბავშვი გავაშვილეთ.

- რაც შეეხება გაშვილებას...
- დაწესებულებაში მოხვედრილი ყველა ბავშვი დირექტორის პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფება, მაგრამ როცა ის დედობილისა და მამობილის მზურნველობის ქვეშ ხვდება, ჩვენ ვალდებული ვართ, მისთვის მშვიდი და სტაბილური გარემო უზრუნველვყოთ. ბავშვი იმაზე უკეთეს პირობებში უნდა მოხვდეს, ვიდრე ბავშვთა სახლში იყო და არა - პირიქით... ამაზე სოციალური მუშაკები ზრუნავენ ანუ სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ.

- ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების შემთხვევაშიც იგივე ხდება?
- არა, ბიოლოგიურ ოჯახებს მონიტორინგი ნაკლებად სჭირდებათ... ბავშვთა სახლში ყოფნა ყველაზე მძიმე ხვედრია მოზარდისთვის. ოჯახი, რომელიც არ არის სტაბილური (სადაც არ არიან განათლებული მშობლები, იდეალური ადამიანები, არასტაბილური შემოსავალი აქვთ), მაინც უკეთესია, ვიდრე ბავშვთა სახლი, თუნდაც საუკეთესო პირობებით. ამას გამოკვლევებიც ადასტურებს: საუკეთესო ბავშვთა სახლსა და სტანდარტულზე უფრო დაბალი დონის ოჯახებში ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც ცხადყო, რომ ოჯახში გაზრდილ ბავშვს უფრო მყარი ფსიქოლოგია, კარგი განათლება და დამოუკიდებლობის სულისკვეთება აქვს, ვიდრე ბავშვთა სახლში აღზრდილებს. ამიტომაც, მოვუწოდებთ იმ მოზარდების ნათესავებს, რომლებსაც ოჯახები არა აქვთ, როგორმე გაიჭირვონ და რამდენიმე დღით, თვეში ერთხელ ან თვეგამოშვებით მაინც წაიყვანონ თავიანთ სახლებში. პიროვნებად მათი ჩამოყალიბებისთვის ოჯახური გარემო აუცილებელია.

- ქალბატონო თამარ, გაშვილების მიზეზი მხოლოდ მატერიალური პრობლემა არ არის. იმ მშობლების 60%, ვისაც შვილები ბავშვთა სახლში მიჰყავს, ან ნარკომანია, ან ალკოჰოლზე დამოკიდებული. ასეთ ოჯახში ბავშვის დაბრუნება თუ ხდება?
- არა, ასეთი მშობლებისთვის ბავშვის დაბრუნებისგან თავს ვიკავებთ. თუ არა გვაქვს გარანტია, რომ ის უკეთეს გარემოში მოხვდება, ბავშვთა სახლში დატოვებას ვამჯობინებთ... მომავალში ჩვენი პროგრამა უფრო მრავლისმომცველი იქნება და მაგალითად, არც ნარკომანია და არც ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაბრკოლებად აღარ მოგვევლინება: მაგალითად, ბევრ ქვეყანაში, მშობლებს, რომლებსაც მავნე ჩვევების მიუხედავად, შვილების შინ დაბრუნება სურთ, მკურნალობის კურსს უტარებენ; ასეთი პრაქტიკის დანერგვას ჩვენშიც ვაპირებთ.

მაია ციბალაშვილი, "ბავშვთა სოფლის" ("კინდერდორფი") ფსიქოლოგი:
- მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან სოციალური სამსახურების მუშაობა რამდენიმე მიზეზით არის გართულებული: პირველი - მშობლებს პრობლემების აღიარება არ სურთ, ვინაიდან შვილების დაკარგვის ან პასუხისმგებლობის ეშინიათ; მეორე - ასეთ შემთხვევებში, თავად ბავშვებიც რთულ პირობებთან ადაპტირებას ახერხებენ - ანუ ეგუებიან იმ პირობებს, რომელშიც ცხოვრება უწევთ.

საერთოდ, შვილები მშობლების მიმართ მიმტევებლები არიან. მათ სჯერად, რომ დაშვებული შეცდომების მიუხედავად (მათი მხრიდან ხშირად, უმიზეზო აგრესია მოდის), მშობლებს მაინც შეუძლიათ სითბოსა და სიყვარულის გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირ შემთხვევაში, ყურადღება აკლიათ, პატარები მაინც მცდარ წარმოდგენას იქმნიან მშობლებზე და ცდილობენ, მათ მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი. თითქმის არც ერთი ბავშვი არ უშვებს იმ აზრს, რომ დედას ან მამას ის არ უყვარს.

ხშირ შემთხვევაში, მათი საქციელის გამართლებას ცდილობენ. მშობლებისადმი ასეთი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია მოვლენების სწორად შეფასების ჩამოსაყალიბებლად. როდესაც დედა და უცხო ადამიანი ბავშვს ერთნაირად ექცევიან, მას ეს ძალიან ეუცხოება: მოზარდი ასეთ დამოკიდებულებას ბუნებრივად მხოლოდ მშობლისგან აღიქვამს...

როცა სოციალური სამსახურის ჩარევით ბავშვის გაშვილება ხდება, ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვი დედობილისა და მამობილის მიმართ უარყოფითად განეწყოს... ასე რომ, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, უმჯობესია, ბავშვი მშობელთან ერთად იყოს, თუმცა ამასთანავე საჭიროა, კონტროლი იყოს დაწესებული და თუ საჭირო გახდა, საქმეში ჩავერიოთ, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის ოჯახში დატოვება შეუძლებელია, - სტრესული სიტუაციები, მკაცრი მოპყრობა და უყურადღებობა მის ფსიქიკას ამახინჯებს.


ობოლ ბავშვთა სახლები და თავშესაფრები

ამჟამად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო" (დირექტორი თამარ მახარაშვილი) ახორციელებს რეორგანიზაციას (ლიკვიდაცია, გამსხვილება, ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლების ჩამოყალიბება) მისდამი დაქვემდებარებულ ინსტიტუციებში.
სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს ინსტიტუციური დაწესებულებების ნაცვლად ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდა. ამას ემსახურება ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება, გაშვილება ან მინდობით აღზრდაში გადაცემა. ამ ღონისძიებების შედეგად ბავშვთა სახლების რაოდენობა შემცირდა 46-დან 16-დ
ცალკე აღნიშვნის ღირსია ქვეყნის მასშტაბით 37 მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნა, რომლებიც გამართული ინფრასტრუქტურით, აღჭურვილობით და სათანადოთ მომზადებული დედობილ - მამობილის მეშვეობით უზრუნველყოფენ 254 მზრუნველობამოკლებული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდას.
37 მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან 17 (134 ბავშვით) იმყოფება სახელმწიფო დაფინანსებაზე, ხოლო 20 (120 ბავშვით) დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაზე.
სააგენტოს ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესი 2012 წელს უნდა დასრულდეს.
ღღევანდელი მონაცემებით საქართველოში სულ 27 ინსტიტუციაა. მათ შორის:
ბავშვთა სახლი 16
ჩვილ ბავშვთა სახლი 2
დღის ცენტრი 2
კრიზისული ცენტრი 1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლი 2
ხანდაზმულთა პანსიონატი 2
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) პანსიონატი 2



ინსტიტუციებში სულ 1405 პირია განთავსებული. მათ შორის:

ჩვილი 109
ბავშვი (6-დან 18 წლამდე) 192                                      
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი 79 
ბავშთა  გაშვილება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 107    
ხანდაზმული 212..



ბავშვთა აყვანა


შვილად აყვანის პროცედურა მარტივდება
საქართველოში "შვილად აყვანის შესახებ" კანონში ცვლილებებია, რომელიც ძალაში 2010 წლის 1 მაისიდან შევიდა. გასაშვილებელი ბავშვების შვილად აყვანისას უპირატესობა ენიჭება ნათესავთა წრეს, რომელიც, ამავე კანონის მიხედვით, გაფართოვდა.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის გაშვილებისას უპირატესობა ენიჭებოდათ მის ნათესავებს - და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი-ძმისშვილი, გერი-დისშვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ან მათი შვილები. აღნიშნული ცვლილებების თანახმად წრე გაფართოვდა და დაემატა ბიოლოგიური მშობლების ახლობლები, მეგობრები, მეზობლები და შორეული ნათესავები.

ამ დროს ბიოლოგიურ მშობელს უფლება აქვს, პოტენციურ მშვილებელთან ერთად "ერთობლივი მიმართვის" საფუძველზე, შვილი კონკრეტულ პირს ოფიციალურად მიაშვილოს. ამ და სხვა ცვლილებების შესახებ "რეზონანსს" სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ეკა სანებლიძემ განუცხადა.

ეკა სანებლიძე: "ძველი კანონის თანახმად ბავშვის გაშვილებისას, სხვა მშვილებლებთან განსხვავებით, უპირატესობა ნათესავს ენიჭებოდა, რომელთა წრე განსაზღვრული იყო, რასაც ახალი კანონმდებლობის თანახმად არანათესავთა წრეც დაემატა.

"მშვილებელი და ბავშვის ბიოლოგიური დედა ერთად მოდიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და აცხადებენ თანხმობას ბავშვის გაშვილებასა და შვილობის შესახებ. ანუ, მოდის ბიოლოგიური დედა და აცხადებს, რომ შვილი თავის ახლობელს, ნათესავს, მეგობარს უნდა მიაშვილოს. ეს არის თანხმობის ფორმა, რომელიც ერთობლივად ივსება, რის შემდეგაც იწყება კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩვეულებრივი პროცედურა".

სანებლიძე დასძენს, რომ ცვლილება ბავშვის გასაშვილებლის სტატუსის მინიჭებაშიც არის. ბავშვთა სახლებში მოხვედრის შემთხვევაში იწყება კვლევა, თუ რატომ მოხვდა ბავში სააღმზრდელო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ბიოლოგიური მშობლები ვერ მოიძებნა, მშობლებს ჯერ ბავშვზე უფლებები შეეზღუდებათ, შემდეგ კი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ეს უფლებები საერთოდ ჩამოერთმევათ.ეკა სანებლიძე: "გაფართოვდა ბავშვის მიტოვებულად აღიარების ინსტიტუტი. დღეისათვის ჩვენ მიტოვებულად შეგვიძლია ვაღიაროთ არა მხოლოდ ის ბავშვი, რომელიც ნაპოვნია და რომლის მშობლებიც იდენტიფიცირებულები არ არიან, არამედ ასევე ის ბავშვებიც, რომლის მშობლებიც სახეზეა და რომლებმაც ქმედებით ან სიტყვიერად ბავშვზე განაცხადეს უარი.

"ქმედებაში შეიძლება ჩაითვალოს ბავშვის ბავშვთა სახლში დატოვება და აღარ ნახვა. შვილის უნახველობის ხანგრძლივობა კანონით დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ დედის ქმედება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევუზღუდოთ ან ჩამოვართვათ მისი უფლებები. კანონში მითითებულია, რომ მშობელს უფლება შეეზღუდება მაშინ, როდესაც დატოვება საპატიო მიზეზებითაა გამოწვეული - ავადმყოფობით ან საპატიმროში იმყოფება. ასეთ შემთხვევაში ვახორციელებთ ზრუნვას და ბავშვს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მიმღებ ოჯახებში ვათავსებთ ან ინსტიტუციაში ვტოვებთ.

"მშობლის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში ბავშვს მიენიჭება გასაშვილებლის სტატუსი და გაშვილების პროცედურა დაიწყება. ბავშვი ყველაზე კარგად თავს ბიოლოგიურ ოჯახში გრძნობს, მაგრამ როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა და ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ყოფნას გარკვეული საფრთხე ემუქრება, მაშინ სახელმწიფო გადაწყვეტს, რა მოიმოქმედოს.

"თუ მიმღები ოჯახი 6 თვის განმავლობაში ზრუნავს ბავშვზე და ბავშვს დაუდგინდა გასაშვილებელის სტატუსი, ეს ოჯახი მოიაზრება, როგორც გარკვეული უპირატესობის მქონე.
"ასევე, ახალი კანონის ფარგლებში, გამარტივდა მშვილებელი კანდიდატის დარეგისტრირება. მშვილებელი კანდიდატი რეგისტრირდება განცხადების შევსების საფუძველზე. ის საბუთები, რომლებიც წარსადგენად უშუალოდ დარეგისტრირებისათვის იყო საჭირო, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითხოვდა და გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ახლა საჭირო აღარაა. მშვილებლებს საბუთებს ვთხოვთ მაშინ, როცა რიგი მოუწევთ.

"ერთი მხრივ ეს კანონი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბიოლოგიურ მშობლებს ოჯახში ჰყავდეთ ბავშვები და მეორე მხრივ ჩაბარებული ბავშვები გამოვიყვანოთ და იმ ოჯახებს, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ, (მათი აყვანის) პროცედურები გავუმარტივოთ. რადგან გაცილებით მეტ ბავშვს მივანიჭებთ გასაშვილებლის სტატუსს, უფრო მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება და უფრო მეტი ბავშვი იქნება გასაშვილებელი. ჩვენი პროგრამა მაქსიმალურადაა მიმართული იქითკენ, რომ ბავშვის უფლებები და ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული".

ძალადობა ბავშვებზე

ძალადობა, ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც ემოციურ, ფიზიურ, სექსუალურ, სოციალურ ზიანს მოიცავს. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, ილახება მისი ღირსება და თავისუფლება.
ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგალითად როგორიცაა ფიზიკური, სოციალური, სიტყვიერი, სექსუალური და . ცემა, წამება, მუქარა, დაშინება, დაცინვა, სხეულით ვაჭრობის იძულება, ინცესტი, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა მშობელთა მხრიდანეს ყველაფერი ძალადობის სახეებია, რომლებიც ბავშვებზე ხშირად ხორციელდება და რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს, საკუთარ ოჯახებშიც კი.
ბავშვები ხშირად ხდებიან ალკოჰოლიკი, ნარკომანი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მშობლების ძალადობის მსხვერპლნი. სპეციალისტთა მტკიცებით, ბავშვთა მიმართ ოჯახის მხრიდან ამგვარი ძალადობები უკვალოდ არ ქრება და ხშირად შედეგად ვიღებთ მათ სკოლანდელ ასაკში სიკვდილს, აგრესიულობას, კომფლიქტებს, მომავლის შიშს, იზიანებენ თავს, უქვეითდებათ მეხსიერება, ადაპტაცია, ყურადღება. ხშირია ფსიქიკური და ფიზიკური ჯამრთელობის პრობლემები, სახლიდან გაქცევის ფაქტები, ხდებიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებლები, ეხვევიან კრიმინალურ გარემოცვაში და თავადაც ხდებიან მოძალადენი.
საქართველოს და ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ერთობლივად ჩაატარეს კვლევასაქართველოში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახურ ძალადობის აცილებასა და ქალების დახმარებისათვის”, რომელიც ეხებოდა ოჯახურ ძალადობასა და ძალადობას ბავშვებზე. გამოკითხულ პედეატრთა 47%-ის შეფასებით საქართველოში, ოჯახში, მიღებულია ბავშვის მსუბუქად ფიზიკური დასჯა, ცემა, როზგი, თმით თრევა და . 15%- შეხება ჰქონია ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, იგივე რაოდენობის პედიატრებს კი ბავშვების მშობლების მხრიდან უცხოეთში გაშვილების ფაქტებთან. გინეკოლოგთა 9%- პრაქტიკაში შეხვედრია ბავშვები, რომლებიც ოჯახში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გამხდარან. გოგონები, რომლებიც პედოფილიის მსხვერპლნი არიან, ყოველ მეათე გინეკოლოგს ჰქონია შემთხვევა.
თბილისის ქუჩებში ალბად ბევრი შეხვედრია 22-25 წლოს გოგონას, ყოველთვის ძალიან მოწესრიგებულსა დაგამოპრანჭულს”, რომელიც ყოველთვის საკუთარ თავს ესაუბრება, ხშირად აგრესიულია, ყვირის, ტირის, გაურკვეველი შინაარსის სიტყვებს გამოსცემ. მისი ასეთი მდგომარეობის მიზეზი თითქმის არავინ იცის, ეს მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მეზობლებისთვისაა ცნობილი. ის საკუთარმა, ალკოჰოლიკმა მამამ გააუპატიურა 12 წლის ასაკში, ამ დროს სამსახურიდან დაბრუნებულმა დედამ შეუსწრო და ამ ფაქტის მომსწრემ საკუთარ ქმარს, იქვე მაგიდაზე ნაპოვნი, დანა ჩაარტყა და თითონაც თავი მოიკლა. ამის შემდეგ ნინოს ფსიქიკა სრულიად დაუზიანდა, ხანგრძლივმა მკურნალობამ და ფსიქოლოგების დიდმა მონდომებამ შედეგი ვერ გამოღო. სპეციალისტთა თქმით, ძნელი და თითქმის შეუძლებელია ასეთი სტრეს-გადატანილი ბავშვების განკურნება, ამიტომ ასეთი ფაქტების მოხდენამდეა საჭირო ყველა ძალითა და საშუალებით ბრძოლა ამგვარი და სხვა სახის ძალადობების წინააღმდეგ.
საქართველოს პედეატრთა 44%-ის აზრით, მოსალოდნელი ძალადობისაგან ბავშვთა დაცვისათვის, აუცილებელია რეგულარული სამედიცინო კონტროლი, 62%-ის შეფასებით, კი სახელმწიფომ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბრძოლას, ბავშვებზე სხვადასხვა სახის ძალის გამოყენების წინააღმდე. ქვეყანაში კი ჯერჯერობით არ არსებობს რეალური საშუალებები ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.






                             ქართველი სუროგატი დედები

დალი სუროგატი დედაა. მის მუცელში სხვისი შვილი იზრდება, რომელსაც მასთან არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს. ბავშვი მშობლების ხელოვნური
30 წლის დალი კახეთიდან არის. უკვე რამდენიმე თვეა, ბინას თბილისში ქირაობს, სოფელში კი ყველა დაარწმუნა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. იცის, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, ცხრა თვის თავზე მის ანგარიშზე 10,000 დოლარი ჩაირიცხება.
9 წლის ქალიშვილი, ორი თვეა, არ უნახავს და კიდევ 4-5 თვეს ვერ ნახავს. ბავშვიც დაარწმუნა, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიოდა. დალის რთული არჩევანის შესახებ მხოლოდ მისმა მეუღლემ და მშობლებმა იციან.
მან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თვეებით ადრე დაიწყო საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ბავშვი, რომელიც მის მუცელში განვითარდებოდა, არ უნდა შეჰყვარებოდა: "ვიცი, რომ მერე მომგლიჯავენ და არ მინდა, გული დამწყდეს. ვთვლი, რომ ეს არის საქმე და სხვა არაფერი. შეგნებული მაქვს, რომ ჩემ მუცელში სხვისი შვილი იზრდება და მე უბრალოდ ჭურჭელი ვარ.
სტატიის გაგრზელება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:

2 comments:

  1. Harrah's Resort Southern California - Mapyro
    This casino is a 경상북도 출장샵 1,900 울산광역 출장마사지 seat, non-smoking hotel located in the 영천 출장마사지 center. 순천 출장샵 There is a 김해 출장샵 casino in San Diego. Harrah's Rincon Casino & Hotel.

    ReplyDelete
  2. Where to Bet on Sports To Bet On Sports In Illinois
    The best microtouch solo titanium sports bet types and bonuses available 오래된 토토 사이트 in Illinois. The most common https://febcasino.com/review/merit-casino/ sports 바카라 사이트 betting options septcasino available. Bet $20, Win $150, Win $100 or

    ReplyDelete